четверг, 3 мая 2012 г.

ტრენინგი

ოთხშაბათს, 2 მაისს 13:00_ზე "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობაში ჩვენს გუნდს (და ასევე სხვა გუნდებს) ჩაუტარდა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ბლოგის შექმნას. ტრენინგს უძღვებოდნენ ნინო ნადიბაიძე და თამუნა სუბელიანი. მართალია ტრენინგამდე ჩვენს გუნდს ბლოგი უკვე შექმნილი ჰქონდა და ვიცოდით მისი მართვა, თუმცა საინტერესო რჩევები მივიღეთ, რაც გავითვალისწინეთ და ჩვენი ბლოგი ასე დავხვეწეთ :)
ბლოგის შექმნა და მასზე სიახლეების განთავსება კონკურსის ერთ–ერთი მოთხოვნაა. მისი საშუალებით ჟიურის წევრებს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს ჩვენი გუნდის PR კამპანიის მიმდინარეობას.

Комментариев нет:

Отправить комментарий