კვირა 5

გამარჯვებულის დაჯილდოვება

5 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია "CSDC"_ს ოფისში შედგა ფილმ "Home"_ს ჩვენება, სადაც მიწვეული იყო პროექტ "ეკო–კრეატივის" გამარჯვებული გუნდი "ნიკე". პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ ("თბილისის სკაუტები", "CSDC", "ტარტი", "ჰელფინგ ჰენდი", "დრონი", "მწვანე უნი") მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტში მიწვეულია "იგრძენი წიგნის გულისცემა".
გამარჯვებულებს გადავეცით "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობის წიგნი "შიმშილის თამაშები" და მივაწოდეთ ინფორმაცია სხვა წიგნებზეც, რომლებსაც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" გამოსცემს. ბავშვებს ასევე გადაეცათ ფასდაკლების ბარათები, რომლითაც შეძლებენ მათთვის სასურველი წიგნების შეძენას 25%_იანი ფასდაკლებით.
"შიმშილის თამაშებმა" დიდი ინტერესი გამოიწვია და ბავშვებს აინტერესებდათ წიგნის შინაარსი, თუმცა ეს საიდუმლოდ დავტოვეთ, რათა უფრო მაღალი მოტივაცია ჰქონოდათ წიგნის წაკითხვისა.
ბავშვებთან დავდეთ პირობა სამომავლო ურთიერთობებზეც და "იგრძენი წიგნის გულისცემა" მომავალშიც განახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებშიდაც ეს ბავშვები იქნებიან ჩართულნი.





გაბაკურსულაკაურება :)


7 ივნისს ვაკე-ვერა გაბაკურსულაკაურდა :)
"იგრძენი წიგნის გულისცემამ" თბილისის აღნიშნულ უბნებში გამოფინა შემდეგი სახის მოწოდებები: "წაიკითხე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები ყველგან და ყოველთვის".
ამ მოწოდებებს ყველგან შეხვდებით: მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხეებზე, ფოთლებზე, ფეიბოქსებზე, ბანკომატებზე, მიწაზე, ავტობუსებზე და ადამიანთა ზურგებზეც კი :)
ყველა ერთი ფრაზით გავერთიანდით:

"წაიკითხე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები ყველგან და ყოველთვის"




რა? სად? როდის?

9 ივნისს "იგრძენი წიგნის გულისცემამ" გამართა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", რომელშიდაც ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. 
თამაშმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი.
შემდეგ გამარჯვებულ გუნდში გამოვლინდა "გამარჯვებულთა გამარჯვებული", რომელსაც გადაეცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემული წიგნი - "15 საუკეთესო ქართული მოთხრობა".
"იგრძენი წიგნის გულისცემამ" სხვა მონაწილეებსაც გადასცა საჩუქრები - 25%_იანი ფასდაკლების ბარათები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები- "СSDC" და "ჰელფინგ ჰენდი", რომლებსაც პროექტი ძალიან მოეწონათ და შემოგვთავაზეს სამომავლო გეგმები - მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება თავიანთ ორგანიზაციებში.



მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად


2012 წლის 10 ივნისს, 17 საათზე, თბილისში კუს ტბაზე ჩატარდა საქართველოს “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”- ყველაზე წარმატებული ღონისძიება, რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში.
 აქციის მხარდამჭერები არიან: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, საქართველოს პირველი ლედი - ქალბატონი სანდრა რულოვსი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო.. ასევე სხვა ორგანიზაციები და კომპანიები.
ამ მარათონს "იგრძენი წიგნის გულისცემაც" შეუერთდა. ჩვენმა გუნდმა ღონისძიების მონაწილეებს, მოხალისეებსა და "გადარჩენილთა კომიტეტის" წარმომადგენლებს (ქალბატონები, რომლებსაც ჰქონდათ ძუძუს კიბო და ღონისძიებაზე ვარდისფერი მაისურები ეცვათ) გადასცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" 25%_იანი ფასდაკლების ბარათები. ასევე სახის მოხატვის კომიტეტმა ღონისძიების მონაწილეებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოები დაახატა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий