კვირა 2


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სანატრელ აფხაზეთში


ძალიან წარმატებული ქუთაისური ვოიაჟის“ შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ რეგიონების „დაპყრობა“ და მივადექით ყველა ქართველისთვის სანატრელ ულამაზეს და
უმშვენიერეს აფხაზეთის მიწას


სამშაბათს, 15 მაისს ჩავედით გალის რაიონის ერთ–ერთ ულამაზეს სოფელში, პირველ გალში. ეს ადგილი გამორჩეულია მრავალი მიზეზის გამო. პირველი, მე და ჩემმა დამ, „იგრძენი წიგნის გულისცემი"_ს ერთ–ერთი წევრი, დავამთავრეთ ამ სოფლის, ნარინჯოვანის საშუალო სკოლა. იქ გატარებული 11 უმშვენიერესი წელი არასდროს არ ამოვა ჩვენი გულებიდან. მეორე, ამ სკოლის მრავალი კურსდამთავრებული სწავლობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ესე იგი ჭკვიანები და განათლებულები არიან. მესამე, ჩვენ ვინარჩუნებთ ქართულ სიტყვასა და ადათწესებს, რაც დღეს უაღრესად ჭირს აფხაზეთის ტერიტორიაზე. და მეოთხე... თუმცა მეოთხე პუნქტზე არ ვილაპარაკებ, რადგან ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია, ხოდა ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ ვიდეო მასალას იმის შესახებ, თუ როგორი ახალგაზრდობა და ბავშვები იზრდებიან აფხაზეთში, კერძოდ კი პირველ გალში.


დანიის საბჭოს მხარდაჭერით აღორძინებულ და განახლებულ
კულტურის სახლს ვესტუმრეთ, სადაც გავმართეთ დისკუსია–დიალოგი წიგნების მნიშვნელობის შესახებ, სახელწოდებით –  „წიგნები ჩვენს ცხოვრებაში, ანუ ჩვენი ცხოვრებისეული გზამკვლევები“. მონაწილეობდნენ ნარინჯოვანის საშუალო     სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები.
შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და საინტერესო გამოდგა. აქ, ენგურს გამოღმა ჩემი მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, ტელევიზორიდან გვესმის, რომ იქაურ ბავშვებს ავიწყებენ მშობლიურ ენას, რომ ისინი გარუსების გზას ადგანან. მაგრამ ეს მხოლოდ მორიგი სტერეოტიპია! „ჩემები“ კიდეც საუბრობენ ქართულად, კიდეც აზროვნებენ ქართულად და კიდეც კითხულობენ ქართულად მშვენივრად.

პრეზენტაციაზე საუბარი გვქონდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაზე და დამსწრეებს გავაცანით გამომცემლობის წიგნების კატალოგი. ამან საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია და გამოთქვეს სურვილი, რომ ეს წიგნები აფხაზეთშიც ჩამოეტანათ.



საუბრის ბოლოს გავაცანით და ვისაუბრეთ დათო ტურაშვილის ბესტსელერის „ჯინსების თაობის“ შესახებ. წიგნი ძალიან მოეწონათ ბავშვებს. ამჯერად გათამაშება არ ჩატარებულა, წიგნი უბრალოდ ვაჩუქეთ პირველი გალის განახლებულ ბიბლიოთეკას, ასე რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შეაღწია ნანატრ აფხაზეთში.
წავიკითხეთ ამონარიდები წიგნიდან და ამის შემდეგ  მოვისმინეთ ბავშვების მოსაზრებები უშუალოდ წიგნთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, ერთმანეთს შევადარეთ და ვიმსჯელეთ სინამდვილესთან ახლოს მდგომი წიგნის შინაარსი და საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება ამ ბიჭების ისტორიასთან  დაკავშირებით.  

ჩვენს ღონისძიებას ესწრებოდნენ DRC(დანიის საბჭო) წარმომადგენლები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დარჩნენ ნასიამოვნები დანახულით და მოსმენილით.
"იგრძენი წიგნის გულისცემა"_ს ორმა მონაწილემ რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა აფხაზეთში, თუმცა მცირედი ხნით ვიდეო კონფერენციით ჩაერთვნენ და  ასე დავაკავშირეთ დედაქალაქი აფხაზეთს. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გააერთიანა საქართველო.
ახლა კი საჩუქარი და „მეოთხე კომპონენტი“, რომლის შესახებაც გესაუბრებოდით ამ წერილის თავში.
პირველი გალის ანსამბლ „ლაზი“_ს ვიდეო–საჩუქარი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასა და ზუმს.




ჩვენი მეორე სახლი, აქ "იჩარხებოდა" დღევანდელი ალექსანდრე და მარიტა და ყველა ის ვინც დღეს გამოსულია დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარესზე :)
დრონი მიდიან , საზოგადოებაც იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება ის ადგილი და ჩვენს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ტკბილი მოგონებანი რომლებიც გვაკავშირებენ უდარდელ ბავშვობასთან.
აფხაზეთმა იგრძნო წიგნის გულისცემა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და "ჯინსების თაობის" მეშვეობით 

"იგრძენი წიგნის გულისცემა"_ს მობეზრდა წიგნის ტრადიციული (90 გრადუსიანი ზურგით) წაკითხვა და გადაწყვიტა ეჩვენებინა სხვებისთვის თუ როგორ შეიძლება წიგნის წაკითხვა არასტანდარტულ ვარიანტში. :)
აი, რა გამოვიდა:


ვკუთხულობთ მჯდომარე
ვკითხულობთ ჩაცუცქულები


ვკითხულობთ წამოწოლილები
ვკითხულობთ ჩახუტებულები
კითხვის შემდეგ მოგვინდა სეირნობა და გავუყევით გზას, რომელმაც მიგვიყვანა პუშკინის სკვერამდე.

ამისთვის შევიკრიბეთ ამ დღეს და ამ ლოზუნგმა გაგვაერთიანა

გათამაშების გარეშე არც ამ დღეს ჩაუვლია. პრიზი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის 25%–იანი ფასდაკლების ბარათი

აი, ჩვენი გამარჯვებულებიც:

 ქრისტინე გელბაქიძე



















            ელენე გოგბერაშვილი


გვანცა ლიპარტელიანი



ერთმანეთს შევხვდებით მომავალ კვირას ახალი იდეებით და ახალი ღონისძიებებით

Комментариев нет:

Отправить комментарий