kur sul kuri project 3 :)
როდესაც ამ კვირის გეგმებზე დავიწყეთ ფიქრი, ჩამოვწერეთ ჩვენი აქტივობების სია :
- სპონსორის მოძიება
- "წიგნის ფესტივალი 2012"
- როტარაქტ კლუბი "ახალი თაობა"–ს დაჯილდოვება
- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები ზღვის დონიდან 2200 მეტრზე
- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის PR კამპანია ღვთაებაში
- რეკლამა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა XXI საუკუნის კუპიდონი"

#1 აქტივობა : 22 მაისს ვესტუმრეთ საიუველირო მაღაზია "სოფიას". ეს მაღაზია სახელგანთქმულია ულამაზესი სამკაულებით. აქ ქალთათვის ნამდვილი სამოთხეა. მაღაზიამ მარი ბექაურისთვის გამოყო საიუველირო ნაწარმი დოლჩე და კარწიეს კატალოგიდან, ასევე ფასდაკლების ბარათი. მაღაზიის მფლობელმა ქალბატონმა სოფიკო ბეგაშვილმა დიდი დახმარება გაგვიწია, რისთვისაც გუნდი "იგრძენი წიგნის გულისცემა" მადლობას უხდის მას.
#2 აქტივობა :

25 მაისს გაიმართა 15 საუკეთესო პროზის ავტორის დაჯილდოვება ,, წიგნის ფესტივალი 2012 „ –ზე, რომელზეც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ ,,წიგნების თაობა’’ მონაწილე გუნდმა ,,იგრძენი წიგნის გულისცემა’’დააჯილდოვა ფავორიტი მწერალი, მარი ბექაური და გადასცა საიუველერიო მაღაზია ,,სოფიას’’ მიერ დაწესებული საჩუქარი და ფასდაკლების ბარათი.
პროექტის ,,წიგნების თაობა’’ მონაწილე გუნდებს შორის
,,იგრძენი წიგნის გულისცემა’’ პირველი იყო,რომელიც გამოჩნდა სცენაზე და აღარ ეღირსა ჩასვლა :) უყურადღებოდ არ
დარჩენილა ის ფაქტი,რომ ამ გუნდის ორი წევრი აფხაზეთიდან იმყოფება და რომ მათი დახმარებით
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ აფხაზეთშიც ჩააღწია.


#3 აქტივობა :


დამსწრეთა შორის იყვნენ "როტარაქტ კლუბის" წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებსაც მივაწოდეთ ინფორმაცია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაზე და პროექტ "წიგნების თაობაზე". ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩვენმა მოხალისეებმა დაარიგეს ფლაერები და უპასუხეს ყველა კითხვას, რაც ჩვენს გუნდთან დაკავშირებით ჰქონდათ.
#4 აქტივობა :
პროექტის ,,წიგნების თაობა’’ მონაწილე გუნდმა ,,იგრძენი
წიგნის გულისცემა ’’ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები ზღვის დონიდან 2200 მეტრზე
აიტანა და იქ გამართა წიგნის კითხვის პიარკამპანია.


ავტორი:
ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი
ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი
#5 აქტივობა :
ორად გაიყო ჩვენი გუნდის გზები. ერთნი წავიდნენ ყაზბეგის
ულამაზესი მთებისკენ, ხოლო მეორენი გაუდგნენ მარტყოფის გზასა.
ამბავი ჩემი აღწერს სწორედ მარტყოფში გამართულ ქეიფსა
და დროს ტარებას.
მშვენიერი დილა გათენდა ოცდაექვსსა მაისსა და „იგრძენი
წიგნის გულისცემა“ გაუდგა გზასა მარტყოფისკენ. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა მშვენიერ
ადგილსა, რომელსა ერქვა ღვთაება. განა შეიძლება ამ ღვთაებრივ ადგილს სხვა სახელი ეწოდოს?

არაერთი
„ვერსტის“ გავლის შემდეგ მოვიდა ნანატრი ქეიფის ჟამი. ოსტატურად მომზადებულმა მწვადმა
და აფხაზეთში გამოხდილმა არაყმა, სიმბოლურად გაგვაერთიანა ამ შესანიშნავ და ყურადსაღებ
დღეს. მაგრამ ჩვენი გუნდი რისი „იგრძენი წიგნის გულისცემა“ იქნებოდა განსაკუთრებული
განწყობა, რომ არ შეექმნა მოქეიფეებისთვის? და გაიმართა სადღეგრძელოების შეჯიბრი. და
მოისმინა იქა მყოფმა ხალხმა არაერთი ბრწყინვალე, პატრიოტული, სალაღობო, მხიარული, მწუხარებით
და სიყვარულით აღსავსე ჭეშმარიტი ქართული სადღეგრძელო. და გამოვლინდა 3 გამარჯვებული,
რომლებიც დაჯილდოვდნენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ფასდაკლების ბარათებით.
პირველი გამარჯვებული – ილიას უნივერსიტეტის ლექტორი და საზოგადოებრივი ურთიერთობის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია
მეორე გამარჯვებული – ილიას უნივერსიტეტის მე–4 კურსის სტუდენტი სანდრო გულიაშვილი
მესამე გამარჯვებული – ბექა ჭანკოთაძე
ასეა ძვირფასო
მკითხველო, ჩვენი მეგობარი არა მხოლოდ ლამაზ და საინტერესო წიგნებს გვთავაზობს, არამედ
ხელს უწყობს აუცილებელი ჭეშმარიტი ქართული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.
#6 აქტივობა :
გადავწყვიტეთ, რომ ამ კვირაში გადაგვეღო რეკლამა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – XXI საუკუნის კუპიდონი", რომელიც ერთ დღეში გახდა ჰიტი :)
როგორც ჩანს, გუნდი კრეატიულობით გამოირჩევა, მას ნამდვილად აქვს რეგულარულად და თანმიმდევრულად დაგეგმილი პიარკამპანია, რასაც აქვს კიდეც ეფექტი. გუნდი მიზანს, წიგნის კითხვის მოტივაცია შეუქმნას ახალგაზრდებს, ამართლებს. ამის დასტური გუნდის აქამდე ჩატარებული ღონისძიებების სახითაც არსებობს. ეს არის გუნდი, რომლის მეშვეობით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ჩააღწია სანატრელ აფხაზეთში. ამ გუნდს კარგად იცნობენ ქუთაისში, ღვთაებაში, თბილისში და უკვე სტეფანწმინდაშიც. ეს მხოლოდ დასაწყისია, გუნდი კიდევ უფრო კარგ ღონისძიებებს გეგმავს.
ავტორი:
ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий