www.ibook.ge
(დავალება)
13 ივნისს "იგრძენი წიგნის გულისცემამ" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ელექტრონული წიგნების კატალოგის ibook.ge_ს PR კამპანია გამართა. ეს იყო ბოლო დავალება, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ პროექტ "წიგნების თაობის" მონაწილეებს შესთავაზა ბონუს ქულების მოსაპოვებლად. "იგრძენი წიგნის გულისცემამ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიებში ყველა კომპიუტერის ეკრანზე დააყენა შემდეგი სახის ლოგო
გუნდი ასევე ყველას მოუწოდებდა შესულიყვნენ ამ საიტზე და შეეძინათ
მათთვის საინტერესო ნებისმიერი წიგნის ელექტროვერსია.
იქ მყოფთაგან თითქმის ყველამ დაათვალიერა საიტი, რომელსაც ასევე გთავაზობთ თქვენც.
ყველაზე თბილი შეხვედრა ქალბატონ ანა კორძაია–სამადაშვილთან
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის

პროექტ ,,წიგნების თაობის’’მონაწილე გუნდი ,,იგრდძენი წიგნის გულისცემა’’ მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილს მასპინძლობდა. გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰანდისა’’ და ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის’’ მხარდაჭერით 14 ივნისს ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის კაფეში მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნის პრეზენტაცია გამართა. ,,შუშანიკის შვილები’’-ასე ქვია წიგნს, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. პრეზენტაციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მათ მიერ მრავალჯერ აღინისშნა, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ბევრი ახალი მოთხრობითა თუ რომანით გვანებივრებს, რომელთა შორის ქალბატონი ანას ნაწარმოებებიცაა. ,,იგრძენი წიგნის გულისცემასგან’’ ქალბატონმა ანამ მიიღო დაპირება, რომ მისი ეს წიგნი ჩააღწევს აფხაზეთში და გადაეცემა პროექტ ,,როტარაქტ კლუბ ახალი თაობის’’ ერთ-ერთ გამარჯვებულ მონაწილეს. (შეგახსენებთ, რომ "იგრძენი წიგნის გულისცემამ" ამ პროექტის დანარჩენი გამარჯვებულები 25 მაისს დააჯილდოვა) ამ ფაქტმა მწერალი ძალიან გაახარა და გუნდს მიულოცა ასეთი წარმატებული და ორგანიზებული მუშაობის ტაქტიკა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

პრეზენტაციაზე აღმოჩნდა, რომ დამსწრეთა უმრავლესობას ეს წიგნი წაკითხული არ ჰქონდა, თუმცა ქალბატონი ანას საუბრის შემდეგ იმდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომ ყველა მათგანი აპირებს შეიძინოს ის 25% ფასდაკლებით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიაში.
ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და მონაწილეთაგან თითოეული სათითაოდ მიდიოდა ქალბატონ ანასთან მადლობის სათქმელად.
,,იგრძენი წიგნის გულისცემა’’დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ანა კორძაია-სამადაშვილს ასეთი საინტერესო პრეზენტაციისათვის და იმ რჩევისათვის, რომელიც ახალგაზრდებს წიგნის კითხვისაკენ მოუწოდებს…
PS. ქალბატონი ანას წიგნი "შუშანიკის შვილები" მისივე ავტოგრაფით აფხაზეთში 15 ივნისს ჩავიდა. ამ წიგნთან ერთად "იგრძენი წიგნის გულისცემამ" მარი ბექაურის "ელექტროთაობაც" გააგზავნა აფხაზეთში.
Комментариев нет:
Отправить комментарий