ჩვენი გუნდის შესახებ


რატომ ეს სახელი?
როცა გუნდის სახელზე ვფიქრობდით, გვქონდა რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ რომელი აგვერჩია. შემთხვევით გადავკეცე წიგნი და მივიღე ასეთი ფორმა



სწორედ წიგნმა გვითხრა სახელი. მივხვდით რომ წიგნსაც აქვს გული, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ და შევიგრძნოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვერქვა „იგრძენი წიგნის გულისცემა“.

გუნდის წევრები:


მარიტა ბიბლაია: მეგრელი და ამით ყველაფერი თქმულა :)
მაგრამ მაინც დავამატებ: ვარ 18წლის აფხაზეთიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი პედაგოგი. მიყვარს ცეკვა, კითხვა, ფრენბურთი, სიცილი, ზაფხულის წვიმა და მაგდონალდის ნაყინი :)





კობა ბიწაძე: 19 წლის,  ქუთეისელი, მაგრამ არ ვარ “ძველი ბიჭი“ :D. მიყვარს წიგნების კითხვა და მაიმუნები :D ვამაყობ ჩემი დიდი ყურებით და ორ მეგრელთან რომ ვარ გუნდში( ვაი ჩემს გაძლებას) :D ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი ფსიქოლოგი. მიყვარს ეთო კაკულიას სიმღერების შესრულება :)




ალექსანდრე ბიბლაია: 21 წლის, მარიტას ძმა :) აქედან გამომდინარე მეც მეგრელი ვარ, აფხაზეთიდან. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. მიყვარს ლივერპული(კი აგებს სულ, მაგრამ მაინც), Linkin Park–ი, ბევრი სიცილი და გართობა :) 


Комментариев нет:

Отправить комментарий