„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ და „ზუმმა“ დაიწყო პროექტი „წიგნების თაობა“. დარეგისტრირებული 51 გუნდიდან, ერთ-ერთ ორიგინალური გუნდი არის „იგრძენი წიგნის გულისცემა“, რომელიც 6 კვირის მანძილზე (7 მაისიდან–18 ივნისამდე) საკუთარი რესურსებით ჩაატარებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და მისი პროდუქციის PR კამპანიას.
პროექტი „წიგნების თაობა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის კითხვის პროპაგანდას.
პროექტში მონაწილე ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს საკუთარი ბლოგი, სადაც ამ 6 კვირის მანძილზე განთავსდება ინფორმაცია PR კამპანიის მიმდინარეობის შესახებ.
ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ეს ბლოგი – „იგრძენი წიგნის გულისცემა“ , სადაც ჩვენი გუნდი სისტემატიურად განათავსებს ინფორმაციას PR კამპანიის მიმდინარეობის შესახებ.
შემოგვიერთდი და ერთად ვიგრძნოთ წიგნის გულისცემა :)
Комментариев нет:
Отправить комментарий