ინტერვიუ
მარი ბექაურთან
როდესაც ამ კვირის
გეგმებზე დავიწყეთ ფიქრი და გადავწყვიტეთ აგვეღო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ
დაბეჭდილი ერთ–ერთი ქართველი მწერლის წიგნი გასაპიარებლად, ავირჩიეთ მარი ბექაურის
„ელექტროთაობა“.
გადავწყვიტეთ
თავად ავტორისაგან აგვეღო ინტერვიუ და სწორედ ამის შემდეგ დაგვეწყო მისი ფართო საზოგადოებისათვის
წარდგენა. ამისათვის ორშაბათს დილით, 7 მაისს ვესტუმრეთ მარის და
ჩავწერეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ.
სანამ ინტერვიუს
შემოგთავაზებდეთ, თვალი გადავავლოთ მარის ბიოგრაფიას.

ლიტერატურულ ასპარეზზე
აქტიურად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დები.“ იქიდან მოყოლებული
იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში („weekend“, “ლიტერატურული პალიტრა”).
2009 წელს კოკურსში
„შემოდგომის ლეგენდა“ მისმა მოთხრობამ „ლილიანები“ დაიმსახურა მერიის სიმპატია. იმავე
კონკურში 2010 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ (მოთხრობა „კედლები“).
2010 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის, „წერო 2010“, პირველი
ადგილის მფლობელი (მოთხრობა „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“).
2011 წელს გაიმარჯვა
ლიტერატურულ კონკურსში „ალერდი“ (მოთხრობა „As the squares of hopscotch“).
2011 წელს მისი
მოთხრობა „ჩემი მეზობლები და მეგობრები“ ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში, სადაც რამდენიმე
ქართველ მწერალთან ერთად მიწვეულ იყო მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად.
2012 წელს მოთხრობა
„დები“ შევიდა კრებულში „ქართული პროზის ანთოლოგია“, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე
და გამოიცა აშშ-ში („Contemporary Georgian fiction”). ამასთანავე, „დების“ ინგლისური
თარგმანი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში: „World Literature Today“ (აშშ) და
„Prospect magazine“ (ბრიტანეთი).
მარის მოთხრობები
შესულია წლის საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულებში, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: „დები“ (2009წ), „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“
(2010წ), „ლევ“ (2012წ).
2012 წელს გამოიცა
მისი მოთხრობების პირველი კრებული „ელექტროთაობა“.
ინტერვიუ
რატომ წერთ „ეროტიულ“
მოთხრობებს? (როგორც დათო ტურაშვილმა აღნიშნა თქვენს გათხოვებასთან დაკავშირებით)
ეროტიულ მოთხრობებს არ ვწერ. უბრალოდ, ერთ–ერთ კონკურსში,
„შემოდგომის ლეგენდა“, სადაც დათო ტურაშვილი იყო ჟიურის წევრი, წარვადგინე ჩემი ნაწარმოები
„ლილიანები“, რომელშიც მეძავი გოგო უყვარს ბიჭს. დათომ ამაზე იხუმრა და როდესაც გავთხოვდი
თქვა „ისეთ ეროტიულ მოთხრობებს წერდა, გათხოვდებოდა, აბა, რას იზამდაო.“ ეს იმდენად
აიტაცა ხალხმა, რომ მე „ეროტიული“ მოთხრობების მწერლად გამომაცხადეს J. თუმცა შემდგომ თავად დათომ აღნიშნა, რომ მარი ბექაურის
პროზა ეროტიკული კი არა გულწრფელია.
ძირითადად რაზე
წერთ?
ძირითადად ვწერ ბავსვებზე და ზოგადად ცხოვრებაზე.
ვინ არის ის ნაცრისფერთვალება
ბავშვი, ვისაც თქვენ მიმართავთ „ელექტროთაობა“_ში შესულ მოთხრობასი – „ამ ბავშვს“?
ეს თავად მე ვარ. ეს, თითოეულ ადამიანში არსებული, ის
ბავშვია, რომელსაც ვერ გავექცევით და რომელთანაც მუდმივად ვსაუბრობთ.
თქვენს ორ მოთხრობაში:
„სახლი დედესთვის“ და „ელექტროთაობა“ საუბარია 21_საუკუნის ადამიანების „დაღლაზე“.
რას გულისხმობთ ამ „დაღლაში“?
დღეს სამყაროში ნაკლები სტიმული. ადამიანი მოქცეულია
ჩარჩოებში. მიდის ადამიანების მექანიზაცია, რობოტიზაცია. სინამდვილის განცდა ნაკლებია.
ადამიანს ნაკლები შეხება აქვს რეალურთან ვიდრე ბუნებრივთან. ამიტომ მივიჩნევ, რომ ადამიანი
დაიღალა, თითქოს მას აღარაფერი აქვს გასაკეთებელი და ყველაფერს კომპიუტერები გააკეთებენ.
ანუ მანქანები
არ უნდა იყოს?
პრობლემა მანქანების არსებობა არ არის, პრობლემაა ის
თუ რამდენად სწორია ტექნიკის მიერ ადამიანების ასეთი დაპყრობა, რამდენად კარგია ეს.
უნდა ვიმსჯელოთ უარყოფითი უფრო მეტია ამაში თუ დადებითი.
რას გვეტყოდით
თქვენს სამომავლო გეგმებზე? ახალი წიგნის გამოცემას ხომ არ გეგმავთ?
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას უკვე გადავუგზავნე ჩემი
რომანი „ამერიკა, ამერიკა“ და აუცილებლად გამოვა. და ზოგადად ვაპირებ ამ მხრივ ძალიან
აქტიური ვიყო.
წარმატებებს გისურვებთ!
მეც წარმატებებს ვუსურვებ „იგრძენი წიგნის გულისცემა“_ს.
ინტერვიუს ბოლოს მარისთან ჩავწერეთ ვიდეო, სადაც ის
თავად გვეტყვის თუ რატომ უნდა წავიკითხოთ „ელექტროთაობა.“
ბაკურ სულაკაურისა და ზუმის ერთობლივი პროექტი
სანამ
ქუთაისი იგრძნობდა წიგნის გულისცემას
ქუთაისი–ეს სავარდო და სამაისო ქალაქი საქართველოს მეორე
დედაქალაქია, რომელიც უდაოდ იმსახურებს ამ სტატუსს. იგი სავსეა ლამაზი ქუჩებითა და
იუმორით აღსავსე ხალხით, რაც ასე გამოარჩევს მას საქართველოს სხვა ქალაქებიდან. აქ
ცხოვრება მუდამ იუმორის და მხიარულების ფონზე მიდის.
ჩვენი გუნდი ორშაბათს, ღამით ჩავიდა ქუთაისში და სამშაბათს
დილიდან შევუდექით ჩვენი პროექტის „ქუთაისო, იგრძენი წიგნის გულისცემა“–ს განხორციელებას.
თავდაპირველად მივედით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
თვითმმართველობაში, სადაც გავაცანით ჩვენი „ქუთაისური ვოიაჟის“ გეგმა. მათ ეს ძალიან
მოეწონათ და ხუთშაბათს 11 მაისს დავგეგმეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გასამართი ღონისძიებების გრაფიკი.
ჩვენი პროექტის მეორე ნაწილი მოიცავდა ქუთაისის უნივერსიტეტში(„ქელბაქიანი“)
გასამართ ღონისძიებებსაც. ამიტომ, ჩვენი გეგმა გავაცანით ქუთაისის უნივერსიტეტის თვითმართველობასაც.
ისინიც ძალიან დაინტერესდნენ ამით და დავგეგმეთ აქტივობების განრიგი, რომელიც ამ უნივერსიტეტში
ჩატარდებოდა. ასევე დაიგეგმა ჩვენი პროექტის „ქუთაისო, იგრძენი წიგნის გულისცემა“_ს
დახურვაც ამავე უნივერსიტეტში გამართულიყო.
შემდეგ ვესაუბრეთ ქუთაისელ ახალგაზრდებს და გადავწყვიტეთ,
რომ პარასკევს დილით მოგვეწყო მსვლელოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
ცენტრალურ მოედნამდე და ფლეშმობი ამავე მოედანზე.
ოთხშაბათს მოვამზადეთ პრესრელიზები და გადავუგზავნეთ
ადგილობრივ მასობრივი მედიის საშუალებებს(პრესრელიზი იხილეთ ქვემოთ), რამც დიდი გამოხმაურება
ჰპოვა და ჩვენი პროექტი გააშუქა ადგილობრივი მედიის ბევრმა საშუალებამ. ასევე მიგვიწვიეს
ტელეკომპანია რიონის დილის გადაცემაში პირდაპირ თერში.
ასე ნაყოფიერად ჩაიარა წინა მოსამზადებელმა სამუშაოებმა
და ახალი დღის მოლოდინში მობილიზებულებმა სასიამოვნოდ გავატარეთ ღამე J
რა შედეგი ივიღეთ და როგორ ჩაიარა შემდგომმა დღეებმა,
ამაზე ინფორმაცია იხილეთ ჩვენს შემდეგ ბლოგებში.
იგრძენით წიგნის გულისცემა და ერთად გავიზიაროთ ეს წარმატებები
J!
პრესრელიზი
„წიგნების თაობა“
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და
„ზუმი“ უმაღლესი სასწავლებლების არადამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საშუალებას აძლევს,
მონაწილეობა მიიღონ პროექტში “წიგნების თაობა“
და გამარჯვების შემთხვევაში ერთი წლის
განმავლობაში მიიღონ
300 ლარიანი სტიპენდია.
პროექტი „წიგნების თაობა“
მიზნად ისახავს
ახალგაზრდებს შორის
კითხვის პროპაგანდას. პროექტის ფარგლებში
დარეგისტრირებული 51 გუნდი
და ინდივიდუალური მოთამაშე 6 კვირის განმავლობაში (7
მაისიდან 18 ივნისამდე)
საკუთარი რესურსებით ჩაატარებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და
მისი პროდუქციის PR კამპანიას.
პროექტის ფარგლებში ერთ–ერთმა მონაწილე გუნდმა „იგრძენი
წიგნის გულისცემა“ გადაწყვიტა პირველი კვირა მიუძღვნას ქალაქ ქუთაისს და დაგეგმა გარკვეული
სახის აქტივობები.
გუნდის მიზანია,
მაქსიმალურად დადებითად,
ორიგინალურად და
კრეატიულად წარმოაჩინოს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და
მისი წიგნები ქუთაისში, გაზარდოს ცნობადობა,
ხელი შეუწყოს ქუთაისელ ახალგაზრდებში წიგნის კითხვის
პროპაგანდას.
მონაწილე გუნდის „იგრძენი წიგნის გულისცემა“_ს
ქუთაისის ტურის სამოქმედო გეგმა:
ხუთშაბათი, 10 მაისი
15:30
აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მწვანე დარბაზი“
·
პრეზენტაცია–დისკუსია „რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები“
·
მინი კონკურსი – „სახალისო რითმა“. თემა „იგრძენი წიგნის
გულისცემა“
·
მარი ბექაურის წიგნის „ელექტროთაობა“–ს პრეზენტაცია
პარასკევი, 11 მაისი
14:00
აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან–ქუთაისის ცენტრალურ მოედნამდე.
·
მსვლელობა „ქუთაისო, იგრძენი წიგნის გულისცემა“
15:30
ქუთაისის
ცენტრალურ მოედანზე
·
გრანდიოზული ფლეშმობი „ქუთაისო, იგრძენი წიგნის გულისცემა“
16:00
ქუთაისის
უნივერსიტეტი
·
პრეზენტაცია „რატომ ვკითხულობთ წიგნებს“
·
კონკურსი „ყველაზე კრეატიული ქუთაისელი ..კურ სულ.კ.ური“
·
დისკუსია მარი ბექაურის წიგნის „ელექტროთაობა“–ზე
·
ქუთაისის ტურის დახურვა
საკონტაქტო ინფორმაცია:
კობა
ბიწაძე 598 606 406
ალექსანდრე ბიბლაია 557 518 190
aleksandre.biblaia.1@iliauni.edu.ge
მოახლოვდა ის წუთები, როცა წარვსდგებოდით ქუთაისელი
ახალგაზრდების წინაშე. როგორც საქართველოში ზოგადად ხდება ცოტა დაგვიანებით დავიწყეთ.
თუმცა მანამდე იყო ინტერვიუები ჟურნალისტებთან, შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან...
ყველას ერთი რამ აინტერესებდა: „რატომ ჩამოხვედით ქუთაისში?“ ჩვენი პასუხი მარტივი
და ყველასთვის გასაგები იყო: „ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პროპაგანდა
და ასევე დადებითად და ორიგინალურად წარმოჩენა ბაკურ სულაკაურის გამოცემლობის წიგნაბისა.“
გამარჯვებულს გადაეცა საჩუქრად წიგნი.
ბოლოს შედგა მარი ბექაურის წიგნის "ელექტროთაობა"_ს პრეზენტაცია. წიგნმა მართლაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ქუთაისელ ახალგაზრდებში და ამ წიგნის ყიდვის ბევრი მსურველიც გამოჩნდა.
ბოლოს დავაანონსეთ მომდევნო დღის განრიგი და დავემშვიდობეთ მსმენელებს.
ჩვენი PR კამპანიით დაინტერესდნენ ადგილობრივი მედიის საშუალებები. გთავაზობთ ტელეკომპანია "რიონში" გასულ სიუჟეტს
"ქუთაისური ვოიაჟის მეორე დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. დილით მიგვიწვიეს ტელეკომპანია "რიონის" დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში, სადაც საშუალება მოგვეცა მაყურებლებისთვის გაგვეცნო ჩვენი ქუთაისში ჩასვლის მიზნები და სამომავლო პროექტებიც დაგვეანონსებინა.
გთავაზობთ ვიდეოს რომელიც ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში გავიდა
14:00_ ზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან ცენტრალურ მოედნამდე გაიმართა მსვლელობა და შემდეგ მოეწყო ფლეშმობი.
ფლეშმობი გააშუქა ასევე ტელეკომპანია რიონმა. გთავაზობთ სიუჟეტს.
16:00_ზე გაიმართა შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტში("ქელბაქიანი"), სადაც სტუდენტებს ჩაუტარარდათ პრეზენტაცია "რატომ ვკითხულობთ წიგნებს". ამის შემდეგ მოეწყო გათამაშება, სადაც მონაწილეებს უნდა დაეწერათ მცირე ჩანახატი თემაზე: "რატომ უნდა წავიკითხოთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები". გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ჩამოვლენ თბილისში და შეხვდებიან იმ ქართველ მწერლებს, რომლებსაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს.
ამის შემდეგ ჩატარდა მარი ბექაურის წიგნის "ელექტროთაობას" პრეზენტაცია და დისკუსია ამ წიგნში წამოჭრილ მნიშვნელოვან პრობლემაზე – ""სწორია თუ არა ტექნიკის მიერ ადამიანის ასეთი დაპყრობა".
ბოლოს ჩვენი "ქუთაისური ვოიაჟი" დავასრულეთ და ჩამოვიტანეთ საჩუქრები როგორც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისათვის, ასევე პროექტ "წიგნების თაობას" ყველა მონაწილესათვის.
ნანატრი ხუთშაბათიც გათენდა. დილიდანვე დავიწყეთ მზადება
პრეზენტაციისათვის. მოვამზადეთ სათქმელი სიტყვა და კიდევ ერთელ გადავხედეთ ჩვენი დღის
განრიგს.
ალბათ სრული უაზრობა
იქნებოდა წიგნის კითხვის პროპაგანდა 6 კვირის მანძილზე თუ მსმენელებს არ ავუხსნიდით
რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი პრეზენტაცია–დისკუსია:
„რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები.“
პირველმა აქტივობამ შესანიშნავად ჩაიარა. 60_მდე მსმენელი
გვყავდა და მოვახერხეთ მათი უმრავლესობის დისკუსიაში ჩართვა. საბოლოო ჯამში მივიღეთ
ის, რომ ყველამ კარგად იცოდა, რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნების კითხვა.
შემდეგ გვსურდა მოტივაცია აგვემაღლებია და ჩავატარეთ
კონკურსი „სახალისო რითმა“. კონკურსი გულისხმობდა შემდსეგს: ჩვენი გუნდის სახელი–„იგრძენი
წიგნის გულისცემა“ უნდა გაერითმათ. კონკურსმა ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა
და გამოვავლინეთ გამარჯვებულიც. გთავაზობთ გამარჯვებულ რითმას J
„იგრძენი წიგნის გულისცემა“
და შენს ოცნებებს შეასხი ფრთები
შეძელი აზრის გადაცემა
და გახდი სამყაროს ნათელი ფერი.
გამარჯვებულს გადაეცა საჩუქრად წიგნი.
ბოლოს შედგა მარი ბექაურის წიგნის "ელექტროთაობა"_ს პრეზენტაცია. წიგნმა მართლაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ქუთაისელ ახალგაზრდებში და ამ წიგნის ყიდვის ბევრი მსურველიც გამოჩნდა.
ბოლოს დავაანონსეთ მომდევნო დღის განრიგი და დავემშვიდობეთ მსმენელებს.
ჩვენი PR კამპანიით დაინტერესდნენ ადგილობრივი მედიის საშუალებები. გთავაზობთ ტელეკომპანია "რიონში" გასულ სიუჟეტს
დიდი
დღე
"ქუთაისური ვოიაჟის მეორე დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. დილით მიგვიწვიეს ტელეკომპანია "რიონის" დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში, სადაც საშუალება მოგვეცა მაყურებლებისთვის გაგვეცნო ჩვენი ქუთაისში ჩასვლის მიზნები და სამომავლო პროექტებიც დაგვეანონსებინა.
გთავაზობთ ვიდეოს რომელიც ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში გავიდა
14:00_ ზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან ცენტრალურ მოედნამდე გაიმართა მსვლელობა და შემდეგ მოეწყო ფლეშმობი.
16:00_ზე გაიმართა შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტში("ქელბაქიანი"), სადაც სტუდენტებს ჩაუტარარდათ პრეზენტაცია "რატომ ვკითხულობთ წიგნებს". ამის შემდეგ მოეწყო გათამაშება, სადაც მონაწილეებს უნდა დაეწერათ მცირე ჩანახატი თემაზე: "რატომ უნდა წავიკითხოთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები". გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ჩამოვლენ თბილისში და შეხვდებიან იმ ქართველ მწერლებს, რომლებსაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს.
ამის შემდეგ ჩატარდა მარი ბექაურის წიგნის "ელექტროთაობას" პრეზენტაცია და დისკუსია ამ წიგნში წამოჭრილ მნიშვნელოვან პრობლემაზე – ""სწორია თუ არა ტექნიკის მიერ ადამიანის ასეთი დაპყრობა".
ბოლოს ჩვენი "ქუთაისური ვოიაჟი" დავასრულეთ და ჩამოვიტანეთ საჩუქრები როგორც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისათვის, ასევე პროექტ "წიგნების თაობას" ყველა მონაწილესათვის.
და ბოლოს საჩუქარი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას :)
"ქუთაისო
იგრძენი წიგნის გულისცემა"
სურათები
სურათები
Комментариев нет:
Отправить комментарий