შიმშილის თამაშები (დავალება)
ამ კვირის დავალებად "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" მოგვცა თემა – "შიმშილის თამაშები" და გვითხრა: "რას გააკეთებთ ამ წიგნთან დაკავშირებით, თქვენი გადასაწყვეტიაო".
ჰოდა ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ამ წიგნის გმირები – ქეთნი და პიტა მე–12 რაიონიდან მატარებლით დედაქალაქში ჩამოგვეყვანა და ქართველებისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა.
2 ივნისს 20:00_ზე მატარებელი (პანემის დედაქალაქს არა და.. :) ) თბილისს მოუახლოვდა და პიტა და ქეთნი სადგურის მოედანზე ჩამოვიდნენ. მათ დახვდნენ ჩვენი პაპარაცები და გადაუღეს ფოტოები. ამან იქ მყოფი ხალხი ძალიან გააკვირვა.



შემდეგ ქეთნი და პიტა ხელებჩაკიდებულები მარჯანიშვილის მოედნისაკენ დაიძრენ და დავით აღმაშენებლის გამზირი ფეხით გაიარეს. მათ წინ ჩვენი მოხალისეები მიუძღოდნენ და ხალხს ამცნობდნენ მათ ჩამოსვლას. ყველა გააკვირვა ამ ამბავმა. ბოლოს ჩვენი გმირები იქვე პარკში გაჩერდნენ და იპოზიორეს.
ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მათ მიერ ჩამოტანილი წიგნი – "შიმშილის თამაშები" გაგვეთამაშებინა. ამასთანავე გავათამაშეთ ფასდაკლების ბარათები. ორივე საჩუქარი ერთ–ერთმა აქტიურმა მონაწილემ მოიგო და ძალიან ბედნიერი დარჩა :)
"ეკო კრეატივი"
მათ ეძლეოდათ გარკვეული სახის დავალებები, რომელთა შესრულების შემდეგ თანდათან უახლოვდებოდნენ განძს. განძი კი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფასდაკლების ბარათების დიდი რაოდენობა და სხვა საჩუქრები. ასევე გამარჯვებულ გუნდს პროექტის მეორე ეტაპზე 5 ივნისს გადავცემთ წიგნებს.
თამაშმა დიდი ყურადღება მიიქცია გამვლელთა შორისაც, რომლებიც დიდი ინტერესით გვადევნებდნენ თვალს და აინტერესებდათ რა იყო განძი :)
ძალიან გაგვიკვირდა, როცა ბენეფიციართა შორის პროექტ "წიგნების თაობას" ერთ–ერთი მონაწილე აღმოვაჩინეთ. მან წარმატებები უსურვა ჩვენს გუნდს და მადლობა გადაგვიხადა საჩუქრისათვის.
"იგრძენი წიგნის გულისცემა" მადლობას უხდის ექვსივე არასამთავრობო ორგანიზაციას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომშიც დაეხმაროს სხვა ორგანიზაციებს, თუ მათ ექნებათ სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა. 




Комментариев нет:
Отправить комментарий