რეგიონების შემდეგ პროექტის
,,წიგნების თაობა’’ მონაწილე გუნდი ,,იგრძენი წიგნის გულისცემა’’აქტიურად აგრძელებს
წიგნის კითხვის პროპაგანდას დედაქალაქის მაშტაბით. გუშინ ,კვირას,18:00 საათზე გუნდმა თბილისში ძალიან
წარმატებული PR კამპამია გამართა. მოეწყო მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე სკვერში,დარიგდა ფლაერები, სკანდირებდნენ
მათი გუნდის სახელს და ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ წიგნის კითხვისაკენ. ბანერზე წარწერამ
,,წაიკითხე ბაკურ სულაკაურის gamomcemlobis წიგნები
ყველა პოზაში’’ ,დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსვლელობა შეჩერდა მეტრო თავისუფლების მოედანთან, სადაც მოეწყო ფლეშმობი. პროექტის მონაწილეებს შემოუერთდა არასამთავრებო ორგანიზაცია
,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეები. ახალგაზრდებმა მეტროს წინ, რამდენიმე წუთის განმავლობაში სხვადასხვა პოზაში წაიკითხეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები
, რამაც ხალხის
დიდი ყურადღება მიიპყრო. ისინი ჩერდებოდნენ და ინტერესდებოდნენ აღნიშნული ღონისძიებით. ფლეშმობის შემდეგ მსვლელობით გაემართნენ პუშკინის სკვერში,სადაც შემოუერთდნენ დაინტერესებული ახალგაზრდები და მონაწილეობა
მიიღეს გათამაშებაში. სამ გამარჯვებულს,რომლებმაც პროექტის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს
სწორი პასუხი გასცეს, საჩუქრად გადაეცა ბაკურ სულაკაურის წიგნებზე 25%–იანი ფასდაკლების
baraTebi.
Комментариев нет:
Отправить комментарий