საოცრად დაიწყო ჩვენი PR კამპანია. დილით მიწისძვრამ წამოგვაგდო საწოლებიდან და ესე დაგვაყენა ყველა სტარტზე :) შემდეგ დავიწყეთ მუშაობა და ვეწვიეთ სხვადასხვა კომპანიას, რომლებიც მიგვაჩნდა რომ ჩვენს პროექტს დააფინანსებებს. იყო იმედგაცრუებებიც...:( ვეწვიეთ კომპანი wissol-ის PR მენეჯერს – ქალბატონ რუსუდან კბილაშვილს, რომელმაც მართალია უარი გვითხრა, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ჩვენამდე პროექტ "წიგნების თაობიდან" 6 გუნდი იყო მისული მასთან, მაგრამ ყველაზე ორგანიზებული გუნდი "იგრძენი წიგნის გულისცემა" აღმოჩნდა. ჩვენი გუნდი ამაყობს ამით, თუმცა მუშაობს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიოთ და თითოეულ თქვენგანს გაგრძნობინოთ წიგნის გულისცემა. :)
Комментариев нет:
Отправить комментарий