четверг, 28 июня 2012 г.


            მარათონი ძალადობის წინააღმდეგ
“თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები”


2012 წლის 1 ივლისს, კვირას, 17:00 საათიდან – 19:00 სთ.ზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემქის მხრიდან, ”საქართველოს მატიანეს” მონუმენტიდან, გაიმართება გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ! ნუ გაჩუმდები! ”.

გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”,  პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. 

     საზოგადოების არაინფორმირებულობა გენდერულ საკითხებსა და ქალთა უფლებებზე დღემდე იწვევს ქალთა და გოგონათა დაუცველობას. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები უმრავლესად საქართველოში ტაბუირებულია, ზემო აღნიშნული ფაქტების იგნორირება კიდევ უფრო მეტად ამძიმებს არსებულ სიტუაციას. საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას ქმრების 53% ახორციელებს. ძალადობა ხორცილდება ქმრების, ყოფილი ქმრებისა და პარტნიიორების მხრიდან.
პროექტი „ჩვენ გვაქვს, ძალა დავიცვათ საკუთარი უფლებები“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ. პროექტის ფარგლებში გაიმართა  16 - დღიანი ფლეშმობი და ასევე 16 დღიანი სემინარი თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.
ზემო აღნიშნული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები  „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ და „ჰელფინგ ჰენდ“-ი ყოველწლიურად მართავს თბილისში 5-კმ-იან გარბენს სახელწოდებით: „თუ ძალადობის მსხვერპლი, ხარ ნუ გაჩუმდები“.
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის ”ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ საკუთარი უფლებების”  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ.

 დღის განრიგი:

17 : 30 სთ – მონაწილეთა რეგისტრაცია
18 : 00 სთ – 5 კმ - იანი გარბენი
19 : 00 სთ - მონაწილეთა დაჯილდოვება

 შემოგვიერთდით და ერთად აღვმოფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობა!

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია: რადიო “საქართველოს ხმა”, საინფორმაციო სააგანტოები:  “Expressnews”  და   “GeoNews”; გაამარჯვებულებს აჯილდობეს საიუველირო მაღაზია “სოფია სილვერ”

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

599 92 41 34 ნინო თოდუა;  599 73 80 19თიკო მესხი; 598 606 406 კობა ბიწაძე

        

Комментариев нет:

Отправить комментарий