четверг, 28 июня 2012 г.


            მარათონი ძალადობის წინააღმდეგ
“თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები”


2012 წლის 1 ივლისს, კვირას, 17:00 საათიდან – 19:00 სთ.ზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემქის მხრიდან, ”საქართველოს მატიანეს” მონუმენტიდან, გაიმართება გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ! ნუ გაჩუმდები! ”.

გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”,  პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. 

     საზოგადოების არაინფორმირებულობა გენდერულ საკითხებსა და ქალთა უფლებებზე დღემდე იწვევს ქალთა და გოგონათა დაუცველობას. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები უმრავლესად საქართველოში ტაბუირებულია, ზემო აღნიშნული ფაქტების იგნორირება კიდევ უფრო მეტად ამძიმებს არსებულ სიტუაციას. საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას ქმრების 53% ახორციელებს. ძალადობა ხორცილდება ქმრების, ყოფილი ქმრებისა და პარტნიიორების მხრიდან.
პროექტი „ჩვენ გვაქვს, ძალა დავიცვათ საკუთარი უფლებები“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ. პროექტის ფარგლებში გაიმართა  16 - დღიანი ფლეშმობი და ასევე 16 დღიანი სემინარი თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.
ზემო აღნიშნული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები  „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ და „ჰელფინგ ჰენდ“-ი ყოველწლიურად მართავს თბილისში 5-კმ-იან გარბენს სახელწოდებით: „თუ ძალადობის მსხვერპლი, ხარ ნუ გაჩუმდები“.
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის ”ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ საკუთარი უფლებების”  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ.

 დღის განრიგი:

17 : 30 სთ – მონაწილეთა რეგისტრაცია
18 : 00 სთ – 5 კმ - იანი გარბენი
19 : 00 სთ - მონაწილეთა დაჯილდოვება

 შემოგვიერთდით და ერთად აღვმოფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობა!

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია: რადიო “საქართველოს ხმა”, საინფორმაციო სააგანტოები:  “Expressnews”  და   “GeoNews”; გაამარჯვებულებს აჯილდობეს საიუველირო მაღაზია “სოფია სილვერ”

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

599 92 41 34 ნინო თოდუა;  599 73 80 19თიკო მესხი; 598 606 406 კობა ბიწაძე

        

воскресенье, 17 июня 2012 г.

პროექტი სრულდება

18 ივნისს დღის 12:00_ზე ბაკურ სულაკაურისა და ზუმის ერთობლივი პროექტი "წიგნების თაობა" სრულდება.
პროექტი უკვე 6 კვირაა მიმდინარეობს და მიზნად ისახავ წიგნის კითხვის პროპაგანდას. მის ფარგლებში მონაწილე გუნდები ბაკურ სულაკურის გამომცემლობის წიგნების PR კამპანიას ეწეოდნენ.
გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვება გაიმართება 30 ივნისს, მანამდე კი "წიგნების თაობა" 23 ივნისს აპირებს წავიდეს ექსკურსიაზე.
პროექტი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მისი მონაწილე გუნდი "იგრძენი წიგნის გულისცემა" ელოდება საბოლოო შედეგებს.

понедельник, 21 мая 2012 г.

"წაიკითხე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები ყველა პოზაში" :)


რეგიონების შემდეგ პროექტის ,,წიგნების თაობა’’ მონაწილე გუნდი ,,იგრძენი წიგნის გულისცემა’’აქტიურად აგრძელებს წიგნის  კითხვის პროპაგანდას დედაქალაქის მაშტაბით. გუშინ ,კვირას,18:00 საათზე გუნდმა თბილისში ძალიან წარმატებული PR კამპამია გამართა. მოეწყო მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე სკვერში,დარიგდა ფლაერები, სკანდირებდნენ მათი გუნდის სახელს და ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ წიგნის კითხვისაკენ. ბანერზე  წარწერამ ,,წაიკითხე ბაკურ სულაკაურის gamomcemlobis წიგნები ყველა პოზაში’’ ,დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსვლელობა შეჩერდა მეტრო თავისუფლების მოედანთან, სადაც მოეწყო ფლეშმობი. პროექტის მონაწილეებს შემოუერთდა არასამთავრებო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეები. ახალგაზრდებმა მეტროს წინ, რამდენიმე წუთის განმავლობაში  სხვადასხვა პოზაში  წაიკითხეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები , რამაც ხალხის დიდი ყურადღება მიიპყრო. ისინი ჩერდებოდნენ და ინტერესდებოდნენ აღნიშნული ღონისძიებით. ფლეშმობის შემდეგ მსვლელობით გაემართნენ პუშკინის სკვერში,სადაც  შემოუერთდნენ დაინტერესებული ახალგაზრდები და მონაწილეობა მიიღეს გათამაშებაში. სამ გამარჯვებულს,რომლებმაც პროექტის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს სწორი პასუხი გასცეს, საჩუქრად გადაეცა ბაკურ სულაკაურის წიგნებზე 25%–იანი ფასდაკლების baraTebi.

вторник, 8 мая 2012 г.

ჩვენი ლექსი პროექტის ყველა მონაწილეს


ჩვენი გუნდი გულია
გული სიყვარულია
და ამ გულს თქვენ უყვარხართ,
 ვინც კი კურ სულ კურია:)

დიდი სიყვარულით პროექტ "წიგნების თაობა"–ს ყველა მონაწილე გუნდს "იგრძენი წიგნის გულისცემა"–სგან :* *: *

PS. ვინც ვერ მიხვდა რას ნიშნავს "კურსულკური" გამომცემლობაში რომ მიხვალთ შესასვლელში წაიკითხეთ რა წერია :D

როგორ დაიწყო ეს აჟიოტაჟი

საოცრად დაიწყო ჩვენი PR კამპანია. დილით მიწისძვრამ წამოგვაგდო საწოლებიდან და ესე დაგვაყენა ყველა სტარტზე :) შემდეგ დავიწყეთ მუშაობა და ვეწვიეთ სხვადასხვა კომპანიას, რომლებიც მიგვაჩნდა რომ ჩვენს პროექტს დააფინანსებებს. იყო იმედგაცრუებებიც...:( ვეწვიეთ კომპანი wissol-ის PR მენეჯერს – ქალბატონ რუსუდან კბილაშვილს, რომელმაც მართალია უარი გვითხრა, გარკვეული მიზეზების გამო,  თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ჩვენამდე პროექტ "წიგნების თაობიდან" 6 გუნდი იყო მისული მასთან, მაგრამ ყველაზე ორგანიზებული გუნდი "იგრძენი წიგნის გულისცემა" აღმოჩნდა. ჩვენი გუნდი ამაყობს ამით, თუმცა მუშაობს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიოთ და თითოეულ თქვენგანს გაგრძნობინოთ წიგნის გულისცემა. :)

"ქუთაისო, იგრძენი წიგნის გულისცემა! "


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მწვანე დარბაზში" 10 მაისს, 15:00–ზე!
ბაკურ სულაკაურის და ზუმის ერთობლივი პროექტის "წიგნების თაობა"- მონაწილე გუნდი "იგრძენი წიგნის გულისცემა" გამართავს პრეზენტაციას- "რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები." პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია.
მოეწყობა მარი ბექაურის წიგნის "ელექტროთაობა"- პრეზენტაცია. "ელექტროთაობა"– ქუთაისელი ახალგაზრდები პირველად გაეცნობიან.
ასევე ჩატარდება მინიკონკურსი, სადაც გამარჯვებული დაჯილდოვდება.

დასწრება თავისუფალია

четверг, 3 мая 2012 г.

ტრენინგი

ოთხშაბათს, 2 მაისს 13:00_ზე "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობაში ჩვენს გუნდს (და ასევე სხვა გუნდებს) ჩაუტარდა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ბლოგის შექმნას. ტრენინგს უძღვებოდნენ ნინო ნადიბაიძე და თამუნა სუბელიანი. მართალია ტრენინგამდე ჩვენს გუნდს ბლოგი უკვე შექმნილი ჰქონდა და ვიცოდით მისი მართვა, თუმცა საინტერესო რჩევები მივიღეთ, რაც გავითვალისწინეთ და ჩვენი ბლოგი ასე დავხვეწეთ :)
ბლოგის შექმნა და მასზე სიახლეების განთავსება კონკურსის ერთ–ერთი მოთხოვნაა. მისი საშუალებით ჟიურის წევრებს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს ჩვენი გუნდის PR კამპანიის მიმდინარეობას.